"უკრაინელებმა გამოვიღვიძეთ, თქვენ ისევ გძინავთ... ნებისმიერ ადგილას ჩავალთ სასაუბროდ, ოღონდ არა მინსკში" | ზელენსკის მიმართვა ბელარუსის მოსახლეობას

გამოქვეყნდა:

ნებისმიერ ადგილას ჩავალთ სასაუბროდ, ოღონდ არა მინსკში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუსი ხალხისადმი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს:

"ჩემი მიმართვა ბელარუს ხალხს ეკუთვნის. დღეს ყველას საარჩვენო უბნებზე, რეფერენდუმში ხმის მისაცემად გიხმობენ. ერთი მხრივ, შესაძლებელია ეს ჩვეულებრივ საარჩევნო პროცესს ჰგავდეს, თუმცა ყველანი ვხედავთ რომ სხვა დონის გადაწყვეტილების მისაღებად გამზადებული პროცესია. გასული ღამე უკრაინისთვის საშინელება იყო. ისევ ბომბდამშენების ფრენა და ისევ დასახლებული პუნქტების დაბომბვა. უკრაინაში არ არის არცერთი ობიექტი, რომელიც რუს ოკუპანტებს მიზანში არ აქვთ ამოღებული. ისინი ყველას ესვრიან და ყველას ებრძვიან. არ ინდობენ დასახლებულ პუნქტებს, საბავშვო ბაღებს და სასწრაფო დახმარების მანქანებს.

იყენებენ რეაქტიულ არტილერიას, ისვრიან ჭურვებს ყველა დასახლებული პუნქტების მიმართულებით. ამ დასახლებულ პუნქტებში სამხედრო ბაზები არასდროდეს ყოფილა. ვასილკოვი, კიევი, სუმი, ხარკოვი, ჩერნიგოვი და სხვა ბევრი ქალაქი, ზუსტად ისეთივე მდგომარეობაში არიან, როგორც ბოლოს ეს მეორე მსოფლიო ომის დროს იყო. ამ ომში ჩვენ ერთ მხარეს არ ვართ.

ბელარუსის ტერიტორიიდან, რუსეთის ფედერაციის არმია უკრაინის მიმართულებით რაკეტებს ისვრის, თქვენი ტერიტორიიდან ჩვენ შვილებს კლავენ, ანგრევენ ჩვენს სახლებს, ცდილობენ ყველაფერი ააფეთქენონ ყველაფერი რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენი მამებისა და ბაბუების მიერ იყო აშენებული. ბელარუსში დღეს მიმდინარე რეფერენდუმი არის დე-ფაქტო მოვლენა.

თქვენ დღეს წყვეტთ, ვინ ხართ და ვინ უნდა იყოთ მომავალში. შვილებს, მეგობრებს და მეზობლებს თვალებში როგორ ჩახედავთ. გახსოვდეთ რომ ჩვენ თვენი მეზობლები ვართ. ჩვენ უკრაინელები, თქვენი მეზობლები ვართ. იყავით ბელარუსი და ბელარუსები და არა რუსეთი. ეს გადაწყვეტილება თქვენ დღეს, ზუსტად ახლა უნდა მიიღოთ. ომის დასასრულებლად, რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის გასამართ მოლაპარკებებზე ბევრი ინფორმაცია ვრცელდება და დიალოგის გასამართ ადგილად თქვენს დედაქალაქს მინსკს ასახელებენ.

ეს ადგილი მოლაპარაკებების ცენტრად ჩვენ არ აგვირჩევია, არც თქვენ. ეს ადგილი რუსებმა აირჩიეს. ზუსტადა 4 დღის წინ ბელარუსიდან უკრაინის მისამართით რაკეტები, ვერტმფრენები, ტანკები და ბომბდამშენები გამოუშვეს, რომელებმაც ჩვენი სახლები დაანგრიეს. კიევს თავს დილის 4 საათზე დაესხნენ.

ვიღაცას ზუსტად იუმორის ისეთი გრძნობა აღმოაჩნდა როგორც ეს 1941 წელს ჰქონდათ. უკრაინელებმა გამოვიღვიძეთ, თუმცა თქვენ ბელარუსებს ისევ გძინავთ. ჩვენ დაძინებას არ ვაპირებთ, რადგან ვიბრძვით ჩვენი სამშობლოსთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ამითომ ნებისმიერ ადგილას ჩავალთ სასაუბროდ, ოღონდ არა მინსკში. მნიშვნელობა არ აქვს სად, ოღონდ არა მინსკში", - აცხადებს ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი