უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი და ხარკოვი უკრაინული ჯარების კონტროლის ქვეშაა - მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა სრულმასშტაბიანი შეტევის ბრძანება გასცა, ოკუპანტები წინსვლას ვერ ახერხებენ.
უკრაინული არმია მათ ყველა ცხელ წერტილში წინააღმდეგობას უწევს და არ აძლევს საშუალებას კიევი ბლოკადაში მოაქციონ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევის ოლქში, ბუჩაში რუსული მანქანების კოლონა დაფიქსირდა, ისმის სროლის ხმაც. ცოტა ხნის წინ, ოკუპანტების რაკეტა დაეცა მრავალსართულიან კორპუსს.
უკრაინის სამხრეთში, ხერსონის ოლქში ქალაქი ნოვაია კახოვკა ოკუპანტებმა დაიპყრეს. მ ინფორმაციას ქალაქის მერი ადასტურებს. ოკუპანტების ცდილობდნენ მარიუპოლში შეჭრას, თუმცა უკრაინელებმა მოიგერიეს მტერი და 6 რუსი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს.
პარალელურად, ლვოვში მოქალაქეები გუშინ მთელი ღამე ცდილობენ, რომ დაეტოვებინათ ქალაქი და დასავლეთით გაჰყოლოდნენ მატარებელს. ლვოვის მერმა თავდასხმის საფრთხის გამო, მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.