ჩეხეთი უკრაინას თავდაცვის საშუალებების მეორე პარტიას მიაწვდის - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა.
ფიალამ თქვა, რომ მიწოდების შესახებ დეტალებს ვერ ასახელებს, მაგრამ მისი მთავრობა კვირას რიგგარეშე სხდომას გამართავს.
ცნობისთვის, ჩეხეთის მთავრობამ შაბათს გაგზავნა ტყვიამფრქვევები, თავდასხმის თოფები, სხვა მსუბუქი იარაღი და საბრძოლო მასალა ჯამში 188 მილიონის ღირებულების.