არა ომს! - ბელარუსში აქცია მიმდინარეობს. ქვეყანაში დღეს კონსტიტუციის შეცვლაზე რეფერენდუმი ტარდება, საარჩევნო უბნებთან ხალხი უკრაინას მხარდაჭერას გამოხატავს. მინსკში აქციაზე უკრაინის დროშებით მისული ადამიანები დააკავეს.
ამასთანავე სოლიდარობის აქცია გაიმართა თბილისში, ბელორუსიის საელჩოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ. ბელარუსი ხალხი უარს უცხადებს ლუკაშენკოს რეფერენდუმს და კრიზისის მოგვარების მთავარ გზას მარიონეტული ხელისუფლების დასრულებაში ხედავენ.
ბელარუსის მოქალაქეები უკრაინელ ხალხს სრულ სოლიდარობას უცხადებენ და იმედი აქვთ, რომ უკრაინა თავისუფლებისთვის ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს.