ომი, რომელიც თავისუფალ სამყაროს გამოაუცხადეს. მეოთხე დღეა, ევროპის 50-მილიონიანი ქვეყანა ცეცხლის ალშია გახვეული. მეოთხე დღეა, პუტინის ურდო თავისუფლების მოყვარე უკრაინელი ხალხის გატეხვასა და სუვერენული სახელმწიფოს დაპყრობას ცდილობს.
უკრაინა არნახული მასშტაბის სამხედრო აგრესიას ღირსეულად უძლებს და მეოთხე დღეა, მტერს წინ წასვლის საშუალებას არ აძლევს. დიდი ადამიანური დანაკრაგებისა და მატერიალური ზარალის მიუხედავად,
ჯერჯერობით კრემლმა ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია.
ასე გამოიყურება ახლა უკრაინა - სადაც არ დარჩა არც ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი და დასახლება, სადაც არ ჩამოვარდნილა ამ დღეების განმავლობაში რუსული ჭურვები, ხოლო გარკვეულ ტერტორიებზე რუსული სამხედრო კოლონები არიან ჩაყენებულები.