ვიდრე პუტინი მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრება, თავისუფალმა სამყარომ მის შესაკავებლად უკვე აამოქმედა მასობრივი განადგურების ფინანსური იარაღი. დასახელებული სანქციებიდან ჯერჯერობით ყველაზე მკცარი სწორედ რუსეთის ეროვნული ბანკისთვის დაკისრებული სანქციაა.
იყინება ეროვნული ბანკის რეზერვი 643 მლდ დოლარის ოდენობით. აქ ვსაუბრობთ ტრილიონ დოლარამდე თანხაზე, ნაღდ ფულზე.
რაში სჭირდება ეს ფული ეროვნულ ბანკს:
ყველა მათგანი ეხება რიგით მოქალაქეებს. და ეს რეზერვი ყველაზე მძიმე დროსა ხოლმე საჭირო, რომელსაც პუტინი აქამდე ნავთობ დოლარებით ავსებდა, მაგრამ ახლა ვერაფერს აქედან ვერ გამოიყენებს. ამას დავუმატოთ პერსონალური სანქციები კრემლის მაღალჩინოსნებისა და ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლის შესახებაც დეტალურ გეგმას პარტნიორი სახელმწიფოები უკვე ხვალ გამოქვეყნებენ.
რაც ამ ეტაპზე ვიცით, არის ის, რომ ყველაზე მდიდარი 20 რუსი ოლიგარქის ქონება უკვე შემცირდა 40 მლდ დოლარით.
დღეს დილით საკუთარ გარაჟში გარდაცვლილი იპოვეს გაზპრომის ფინანსური დირექტორი, სავარაუდო მიზეზად სუიციდი სახლედება, თუმცა ვინ იცის. მოკლედ როგორც ჩანს ეს მხოლოდ დასაწყისია.
უფრო კონკრეტულად, როგორია ახალი სანქციები და როგორია დასავლეთის გეგმები ბირთვული შანტაჟის შემდეგ - დემნა დევდარიანი ვაშინგტონიდან გვეტყვის.