
ევროკავშირი რუსეთს საჰაერო სივრცეს უკეტავს. ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ავრცელებს.
"პირველი, ჩვენ ვუხურავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსული რეგისტრირებული ან რუსეთის მიერ კონტროლირებადი თვითმფრინავებისთვის. მათ არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ დაფრინდნენ, გაფრინდნენ ად გადაფრინდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე. მათ შორის, არც ოლიგარქების კერძო თვითმფრინავს",-წერს ურსულა ფონ დერ ლეიენი.