ბელარუსი გეგმავს, რომ რუსეთის დასახმარებლად უკრაინაში ჯარები გაგზავნოს - ამის შესახებ Washington Post წერს და აღნიშნავს, რომ ინფორმაცია თეთრ სახლიდან წყარომ შეატყობინა.
"აშკარაა, რომ მინსკი ახლა კრემლის გაგრძელებაა", - თქვა ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
ბელარუსის სამხედროები შესაძლოა, უკრაინაში, დღეს 28 თებერვალს შევიდნენ, თქვა WP-ის წყარომ. სავარაუდოდ, ბელარუსიდან პირველი თვითმფრინავის აფრენას ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე ელოდნენ, რომლითაც მედესანტეები უკრაინის წინააღმდეგ განლაგდებიან.