
აგრესიის და ოკუპაციის ფასს იხდის რუსეთი - ოკუპანტ სახელმწიფოზე დაწესებულმა სანქციებმა რუსეთის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გააუარესა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები ერთ-ერთი აეროპორტიდან, რომელშიც ჩანს რომ მსურველები ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებენ და ვერც პასუხს იღებენ, როდის შეძლებენ გაფრენას.
"თქვენი რეისი იგვიანებს, რეისი გაურკვეველი დროით შეჩერდა, რადგან თვითმფრინავს არ შეუძლია პირდაპირი რეისის შესრულება. თუ რუკას შეხედავთ, ნახავთ, რომ ახლა ფრენა მხოლოდ ყაზახეთის გავლით არის შესაძლებელი",- ამბობს აეროპორტის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, გუშინ, 27 თებერვალს ევროკავშირმა რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა.