400-ზე მეტი რუსი დაქირავებული ჯარისკაცი მოქმედებს კიევში კრემლის ბრძანებით, რათა მოკლან პრეზიდენტი ზელენსკი და მოამზადონ საფუძველი მოსკოვისთვის კონტროლის დასამყარებლად - ამის შესახებ ინფორმაციას The Times ავრცელებს.
გამოცემა იუწყება, რომ "ვაგნერის დაჯგუფების" წევრები, რომელებსაც მართავს პრეზიდენტ პუტინის უახლოესი მოკავშირეები და მოქმედებებ რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ, 5 კვირის წინ აფრიკიდან დაქირავებული ჯარისკაცებით გაფრინდნენ მისიის შესასრულებლად ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ.
გამოცემა წერს, რომ დაქირავებული ჯარისკაცების მისიის შესახებ ინფორმაცია უკრაინის მთავრობამ შაბათს დილით შეიტყო და რამდენიმე საათის შემდეგ კიევმა გამოაცხადა 36-საათიანი "მძიმე" კომენდანტის საათი რუსი დივერსანტებისგან ქალაქის გასაწმენდად.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის ფედერაცია დამოუკიდებელ უკრაინაში შეიჭრა: