21-ე საუკუნე დიალოგის უნდა იყოს, ვლოცულობ, რომ უკრაინაში მშვიდობა სწრაფად აღდგეს - დალაი ლამა

გამოქვეყნდა:

ტიბეტელების სულიერი ლიდერი დალაი ლამა უკრაინაში მიმდინარე ომს ეხმაურება და ამბობს, რომ "ღრმად დამწუხრებულია" კონფლიქტის გამო, ის მოუწოდებს ყველას მშვიდობისა და "ურთიერთგაგებისკენ".

"ომი მოძველებულია - არაძალადობა ერთადერთი გზაა. პრობლემები და უთანხმოება საუკეთესოდ წყდება დიალოგის გზით. ნამდვილი მშვიდობა მოდის ურთიერთგაგებით და ერთმანეთის კეთილდღეობის პატივისცემით.

ჩვენ არ უნდა დავკარგოთ იმედი. მე-20 საუკუნე იყო ომისა და სისხლისღვრის საუკუნე. 21-ე საუკუნე უნდა იყოს დიალოგის საუკუნე. მე ვლოცულობ, რომ უკრაინაში მშვიდობა სწრაფად აღდგეს", - აცხადებს ის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი