გუშინ ნამდვილი გარდატეხა მოხდა, ომი ევროპული გახდა - ალექსეი რეზნიკოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდავცის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი უწყვეტი ბრძოლის 96 საათს აჯამებს და წერს, რომ დროა გავაბრაზოთ მტერი, რომელიც ქალებსა და ბავშვებს კლავს, ანგრევს მშვიდობიან ქალაქებს. მისი თქმით, გუშინდელი დღე გარდამტეხი იყო და ომი ევროპული გახდა:

"ბოლოს და ბოლოს, გუშინ ნამდვილი გარდატეხა მოხდა, ომი ევროპული გახდა. მათ საბოლოოდ გაანალიზეს ეს. 

ნახევარი ევროპა უკვე აგროვებს, აწყობს, ატარებს იარაღსა და ჯავშანტექნიკას. საგრძნობლად გაიზარდა სახელმწიფოთა წრე, რომლებიც რეალურ დახმარებას გვიწევენ. მისი მასშტაბები გაიზარდა.  ევროპამ უკვე გადასცა დროებითი თავშესაფარი ათიათასობით მათგანს, ვისი გადარჩენაც ყველაზე მეტად გვინდა - ჩვენს პატარებსა და მათ დედებს. ყოველგვარი ფორმალობების გარეშე.

ჩვენ ახლა ნამდვილად არ გვაქვს საზღვარები დასავლეთში. მაგრამ მხარდაჭერა არის როგორც სამხრეთში, ასევე შორეულ აღმოსავლეთში და ატლანტიკის უკან. ეს ყველაფერი ჩვენი დამცველებისა და მთელი უკრაინელი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც უარი თქვა ტირანისთვის დამორჩილებაზე. ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს ! უკრაინა გაიმარჯვებს !" - წერს თავდაცვის მინისტრი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი