უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები პრიპიატში საათნახევარში დაიწყება - რადას დეპუტატი

გამოქვეყნდა:

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციას შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. უკრაინის რადას დეპუტატის, ევგენ კრავჩუკის ინფორმაციით, მოლაპარაკებები შეიძლება საათნახევარში დაიწყოს.

რადას დეპუტატის განცხადებით,  რუსებსა და ბელარუსებს ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ ღალატი, ამიტომ ჩვენი დელეგაცია შეხვედრის ადგილას პოლონეთის გავლით წავიდა.

მოლაპარაკების ჯგუფშია უკრაინის მმართველი პარტიის, "ხალხის მსახურის" ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია.

შეხვედრა ომის მეხუთე დღეს, მდინარე პრიპიატის ტერიტორიაზე გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი