
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არსებულ მძიმე ვითარებაზე, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ეხმაურება და წერს:
"გუშინ გადავრთე იმედზე. სამწუხაროდ, ჩვენს “მთავრობას” ფსონი აქვს დადებული რუსეთის გამარჯვებაზე და აშკარად გულშემატკივრობენ მას. ნამდვილი ქართველი ხალხი კი არის ისტორიის სწორ მხარეს!" ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.
ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე დღეს იგივე რიტორიკით წარსდგა, რაც წინა კვირას ჰქონდა უკრაინასთან დაკავშირებით. თქვა, რომ კიევის "დაბომბვას ვერავინ შეაჩერებს, "სანქციებს აზრი არ აქვს" და 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება დაადანაშაულა.