უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს ქვეყნის სასწრაფოდ გაწევრიანების მოთხოვნით მიმართავს.
"ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან ყველასთვის, ყველას სიცოცხლისთვის, ბავშვებისთვის, თანასწორობისთვის, დემოკრატიისთვის. ეს გვაძლევს სრულ უფლებას, გავხდეთ ევროკავშირის წევრები.
ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს, დაუყოვნებლივ ჩართოს უკრაინა გაერთიანებაში, სპეციალური ახალი პროცედურებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ და რომ ყველაფერი შესაძლებელია". - განაცხადა ზელენსკიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე