ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები დასრულდა

გამოქვეყნდა:

უკრაინული ტელეგრამ არხებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები პრიპიატის მიმდებარედ, დასრულებულია. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ მოითხოვა რუსული ჯარის გაყვანა მთელი ქვეყნის ტერიტრიიდან, მათ შორის ოკუპირებული დონბასიდან და ყირიმიდან.

დაზუსტებული ინფორმაცია და დეტალები ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, ეს იყო პირველი მოლაპარაკება რუსული ინტერვენციის მეხუთე დღეს, მხარეებს შორის. უკრაინის  დელეგაციაში იმყოფებიან ფრაქცია„ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავიდ არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის დელეგაცია TCG-ში ანდრეი კოსტინი, დეპუტატი რუსტემ უმეროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიკოლა ტოჩიცკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი