ევროკავშირის 8 ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინის EU-ში სწრაფ გაწევრიანებას მხარს უჭერს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს.

ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიას პრეზიდენტები საერთო განცხადებას ავრცელებენ და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა იმსახურებს დაუყონებლივ მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. მაშასადამე, მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, უკრაინის მიმართ მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოავლინონ და ევროკავშირის ინსტიტუტებს მისცენ ბრძანება, რომ დაუყონებლივ დაიწყონ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა და მოლაპარკებების პროცესი",-წერია განცხადებაში.

იხილეთ ასევე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი