"ერთი და იგივე სცენარს ვხედავთ, როგორ შევცვივდეთ პარლამენტში, როგორ ავურიოთ სიტუაცია, როგორ ვიძახოთ, რომ ეს მთავრობა პუტინის აგენტია, როგორ გავაკეთოთ უპასუხისმგებლო განცხადებები და როგორ ვიხადოთ ბოდიშები ზელენსკის წინაშე, რომ თურმე მათ ჰყავთ ცუდი მთავრობა.
დღეს ბატონი ზელენსკი არის ბომბების ქვეშ მდგარი პრეზიდენტი, ამიტომაც, ქართული ტრადიცია ასე მოითხოვს, მის განცხადებებზე, წარსულ განცხადებებზე საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის ომის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის მთავრობის ამჟამინდელ შეფასებებზე, მე უარს ვამბობ რაიმე ტიპის კომენტარზე. ის არის ის პრეზიდენტი, რომელიც ცდილობს, მედგრად წარუძღვეს ძალიან დიდ გასაჭირში მყოფ ერს. ჩვენ ვართ მათ გვერდით, მაგრამ მოვა მშვიდობის დროც, მე მინდა ვისურვო, რომ ღმერთი ფარავდეს მართლაც უკრაინას, უკრაინელ ხალხს, ჩვენ მასთან ერთად".
- ამბობს თეა წულუკიანი TV იმედის ეთერში.