სულ მცირე 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვი ხარკოვში რუსების თავდასხმის შედეგად. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში ცოტა ხნის წინ ოკუპანტებმა ადმინისტრაციული ცენტრი დაბომბეს. გავრცელებული კადრების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის გახსნის დროს ქუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების მიერ გამოქვეყნებული ინციდენტის ამსახველი ვიდეოების მიხედვით, აფეთქებამ სამთავრობო შენობა გაანადგურა.
"რუსეთი აწარმოებს ომს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით. კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. რუსეთის მთავარი სამიზნე არის დიდი ქალაქები, რომლებშიც ახლა მის რაკეტებს ისვრიან", - წერს უკრაინის საგარეო სამინისტრო ტვიტერში.
შენობა "თავისუფლების მოედანზე" მდებარეობს, რომელიც ხარკოვის ცენტრია და ბევრი ღირსშესანიშნაობაა თავმოყრილი.