
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი პოლიტიკოსის, დავით არახამიას შესახებ წერს.
დავით არახამია გაგრიდან დევნილია. მამამისი ბატალიონ "გაგრას" მეთაური იყო. ვამაყობ, რომ უკრაინაში მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო ჩემს პარტიაში, "ახალ ძალთა მოძრაობაში".
ჩემი ჰოლანდიაში გაგდების შემდეგ, ის ზელენსკისთან გადავიდა და ახალ პარლამენტში თავიდანვე გახდა უმრავლესობის ლიდერი.
ვამაყობ, რომ მეც მივიღე მონაწილეობა მის დაფრთიანებაში, - წერს მიხეილ სააკაშვილი.