ომი უკრაინაში დევნილების რიცხვს ასობით ათასებამდე ზრდის. თუმცა მათ შორის მხოლოდ უკრაინელები არ არიან. საბრძოლო მოქმედებების დაწყების პირბველივე დღეებიდან საქართველოში რუსეთიდან და ბელარუსიდან გამოქცეული ადამიანების რაოდენობაც გაიზარდა.
მშვიდობიანი მოქალაქეები ყვებიან, რომ ვეღარ უძლებენ პუტინის და ლუკაშენკოს რეჟიმებს და ეკონომიკურ კატასტროფას რომელიც ომის დაწყებას მოყვა.
საქართველოში დევნილებს ხშირ შემთხვევაში გულწრფელი სტუმარ მასპინძლობით ხვდებიან, მაგრამ გაჩნდა შიში, რომ ნამდვილ დევნილებთან ერთად ქვეყანაში შესაძლოა რუსი დივერსანტებიც შემოვიდნენ.