
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ს პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. ორი ქვეყნის ლიდერმა საუბრისას რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და უკრაინის დახმარების საკითხი განიხილეს.
"ახლახან მქონდა საუბარი პრეზიდენტ ბაიდენთან. განხილული იყო ამერიკის ხელმძღვანელობის ანტირუსული სანქციები და უკრაინის თავდაცვის დახმარება. ჩვენ უნდა შევაჩეროთ აგრესორი, რაც შეიძლება მალე. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის!",-წერს ზელენსკი.