"მტრის მიზანია კიევის აღება... მივმართავ წითელ ჯვარს, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა ჰუმანიტარული კორიდორების შესაქმნელად" - უკრაინის ვიცე-პრემიერი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის თქმით, რუსული არმიის მიზანი დედაქალაქ კიევის აღებაა. ის წითელ ჯვარს მოუწოდებს, რომ კიევში ჰუმანიტარული კორიდორები გააკეთონ. 

"...გააკეთეთ ყველაფერი, რათა დონბასში შექმნათ ჰუმანიტარული კორიდორი და დაგვეხმაროთ მოქალაქეების გამოყვანაში, განსაკუთრებით კი, ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და შშმ პირების.

რაც შეეხება კიევში ჰუმანიტარული კორიდორის შექმნას, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მტრის მიზანია კიევის ხელში ჩაგდება, თუმცა მჯერა, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები და მოქალაქეები, რომლებიც იარაღით და შიშველი ხელებით ებრძვიან მტერს, რუსულ ფორმაში გამოწყობილ მოძალადეებს და ყაჩაღებს, ჩვენს დედაქალაქს არ დაუთმობენ. ამასთან, კიდევ ერთხელ მივმართავ წითელ ჯვარს გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რათა შექმნან ჰუმანიტარული კორიდორები", - ამბობს ირინა ვერეშუკი.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი