ბენედიქტ კამბერბეტჩმა უკრაინას მხარი ჰოლივუდში, საკუთარი ვარსკვლავის გახსნისას დაუჭირა

გამოქვეყნდა:

ცნობილი ინგლისელი მსახიობი, ბენედიქტ კამბერბეტჩმა, უკრაინის ომსა და რუსეთის გაუმართლებელ პოლიტიკაზე ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის დიდების ხეივანში გამართულ ცერემონიაზე საუბრობს, სადაც მისი ვარსკვლავი გახსნეს.

მან საზოგადოებას მოუწოდა, დაეხმარონ უკრაინელ ხალხს, რომელიც რუსეთის ქვეყანაში შეჭრის შედეგად დაზარალდა.

დღეს, ჩემი ცხოვრების ამ საოცარ მომენტში, ამ არაჩვეულებრივ პლატფორმაზე, არ შემიძლია ვისაუბრო ისე, რომ არ ვაღიარო ის, რაც ხდება უკრაინაში და არ გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, მხარდაჭერა რუსი ხალხის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება მათი მთავრობის კლეპტოკრატიას და იდიოტიზმს და ცდილობს შეაჩეროს ეს სისასტიკე.

ახლა ყველა ჩვენგანმა უნდა გავაკეთოთ ფიქრზე და ლოცვაზე მეტი, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, უნდა გადავიდეთ საელჩოების ვებგვერდებზე, უნდა დავინახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია, როგორც მსოფლიოს მოქალაქეებს, ევროპის მოქალაქეებს, და როგორც ხალხს, რომელსაც სურს უკეთესი ადგილი და უკეთესი გამოსავალი ამ საშინელ მომენტში ხალხისთვის, რომელიც ბავშვებთან ერთად ცდილობს გადარჩენას როცა რაკეტები წვიმს მათ ქალაქებში, ჩვენ აღარ შეგვიძლია განზე დგომა.

აღარ არის სიხარბის, სიზარმაცისა და უმოქმედობის დრო. უნდა ვიმოქმედოთ და არის ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ ორგანიზაციებს, მათ, ვინც ლტოლვილებს ადგილზე ეხმარება. შეგიძლიათ ზეწოლა მოახდინოთ პოლიტიკოსებზე, ბანკებზე, გაიგოთ ის, რისი გაკეთება შეგიძლიათ დასახმარებლად, ეს შესაძლებელია. ამიტომ მოვუწოდებ ხალხს ამის გაკეთებას დღეს, - ამბობს კამბერბეტჩი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი