"პუტინი მწარედ შეცდა, უკრაინა სჭირდება მსოფლიოს! ჩვენ ბოლომდე ვიბრძვით და ვიბრძოლებთ!" | კულებას მიმართვა

გამოქვეყნდა:

"პუტინი მწარედ შეცდა, უკრაინა სჭირდება მსოფლიოს! ჩვენ ბოლომდე ვიბრძვით და ვიბრძოლებთ!" - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ვიდეომიმართვას ავრცელებს და უკრაინელებს მიმართავს: 

ძვირფასო უკრაინელებო!

ყველამ ვიცით, რომ ახლა რთულ ვითარებაში ვართ, თუმცა რაც მთავარია, ყველანი ვიბრძვით. დღეს მოხდა შემზარავი ინციდენტი ხარკოვში, სადაც ადმინისტრაციის შენობა დაბომბეს, რასაც ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები ემსხვერპლნენ.

დღეიდან თითოეულ ჩვენგანს გვაქვს უფლება მსოფლიოს დავუმტკიცოთ, რომ რუსები ბარბაროსები არიან. ჩვენ არ გვინდოდა ეს, არც ამის სურვილი გვქონდა, თუმცა იძულებული გაგვხადეს, რომ ეს ნაბიჯები გადავდგათ. დღეს მოხდა ერთი აღსანიშნავი ფაქტი, რომელიც ევროპული პარლამენტის გადაწყვეტილებას, უკრაინისთვის წევრობის კანდიტატის სტატუსის მინიჭებასა და სპეციალური დაჩაქარებული პროცესებით ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება, თუმცა, არსებული საომარი მდგომარეობის გამო, ამ გადაწყვეტილების აღნიშვნას ვერ ვახერხებთ.

სამი დღის წინ ამ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი ჩანდა, რადგან ევროპელებმა გვითხრეს, რომ ამას ვერ გააკეთებდნენ. აღსანიშნავია, რომ განაცხადის შეტანა ჩვენ ომის დაწყებამდეც გადაწყვეტილი გვქონდა. თუმცა მაშინ დაგვცინეს და გვითხრეს, რომ ეს არ მოხდებოდა, ჩვენ გავიმარჯვეთ!

უკრაინის მხარდაჭერის დინამიკა სწრაფად და უპრეცენდენტოდ იზრდება, ეს თითოეულ ჩვენგანს გამარჯვებისთვის მოტივაციას გვმატებს, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ეს ამსხვრევს პუტინის მითებს, რომ თითქოს უკრაინა არავის სჭირდება. პუტინი მწარედ შეცდა, უკრაინა სჭირდება მსოფლიოს! მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, უკრაინა სჭირდება უკრაინელებს, მისთვის ჩვენ ბოლომდე ვიბრძვით და ვიბრძოლებთ.

ახლა, როდესაც ამ ვიდეოს ვწერ, უკრაინის მიმართულებით ჩვენი მეგობრების მიერ გამოგზავნილი სამხედრო დახმარება მოემართება, რაც გამარჯვებასა და ჩვენი ტერტორიიდან მტრის განდევნაში დაგვეხმარება.

რთულ სიტუაციაში ვართ, სისხლი იღვრება და ვაკვირდებით, როგორ ინგრევა ჩვენი სახლები, თუმცა ჩვენ უკვე ვიმარჯვებთ. თუ ჩვენ ვირწმუნებთ საკუთარ ძალებს და შევიგრძნობთ გამარჯვებას, ის აუცილებლად დადგება იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე გვგონია.

მთელი მსოფლიო ჩვენთანაა, მეგობრები და დიპლომატიური ფრონტიც, მსოფლიო გაიხსნა ჩვენს მხარდასაჭერად, ჩვენ მედგრად უნდა ვიდგეთ და გავიმარჯვოთ! დიდება უკრაინას!, - ამბობს დმიტრო კულება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი