მტერს უკრაინელ სამხედროებთან შეტაკების ეშინია და თავს მშვიდობიან მოსახელობას ესხმიან, ისინი ტერორისტები არიან - რეზნიკოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი უწყვეტი ბრძოლის 147 საათს აფასებს და წერს, რომ რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას, საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებს ბომბავს, რადგან მათ უკრაინელ სამხედროებთან შეტაკების ეშინიათ. 

მინისტრი ამბობს, რომ რუსები ტერორისტები არიან, რომლებიც ტერორისტულ სახელმწიფოს წარმოადგენენ.

"ვითარება იცვლება. რუსი ოკუპანტები ცდილობენ როგორმე შეინარჩუნონ თავიანთი ქვედანაყოფების საბრძოლო ეფექტურობა. მაგრამ ეს სულ უფრო და უფრო უარესდება. ამას ტყვედ ჩავარდნილი რუსების რაოდენობა მეტყველებს. ასევე იმ ჯარისკაცების, ვინც ომის გაგრძელებაზე უარს ამბობს. რუსეთში ტყვეთა და მსხვერპლთა ახლობლები პროტესტს იწყებენ.

მტერს უკრაინელ სამხედროებთან შეტაკებების ეშინია, ამიტომ თავს მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან. საავადმყოფოების, საბავშვო ბაღების, სამშობიაროებისა და მოედნების დაბომბვა არის მხდალი საქციელი. ესენი სამხედროები არ არიან - ისინი ტერორისტები არიან - ტერორისტული სახელმწიფოს წარმომადგენლები.

მტერმა სასტიკად დაბომბა მშვიდობიანი ჟიტომირი, ხარკოვი, მარიუპოლი, ხერსონი და სხვა ქალაქები. უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც საუბრობენ სხვადასხვა ენაზე, დადიან სხვადასხვა ეკლესიებსა და ღვთისმსახურებაზე, ერთად უწევენ გმირულ წინააღმდეგობას რუს ოკუპანტებს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!" - წერს რეზნიკოვი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი