"ბრძოლები ახლაც მიმდინარეობს" - უკრაინა აცხადებს, რომ ხერსონი არ დაუკარგავს

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ ქალაქი ხერსონი რუსებმა აიღეს.

"ჩვენი ბრიგადის ინფორმაციით, ბრძოლები ახლა მიმდინარეობს. ქალაქი სრულად არ არის დატყვევებული, ზოგიერთი ნაწილი ჩვენი კონტროლის ქვეშაა", - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.

რუსეთის სახელმწიფო მედიამ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონს ისინი აკონტროლებენ და ქალაქი სრულად აიღეს. ქალაქ ხერსონში ბოლო დღეების მანძილზე ბრძოლა და დაბომბვა არ წყდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი