ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 2021 წლის აპრილის თვემდე გადაიდო. შეერთებული შტატების კინოაკადემიის განცხადებით, დაჯილდოების ცერემონიის გადატანის მიზეზი კორონა ვირუსის ეპიდემიაა.
თარიღის გადატანის პარალელურად, ოსკარის ორგანიზატორთა ჯგუფმა ცვლილებები წესებშიც შეიტანა. კორონა ვირუსის ეპიდემიის გამო, შეერთებულ შტატებში რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიება უკვე გადაიდო.
ეპიდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში ინფიცირების 2 მილიონ 200 ათასამდე შემთხვევაა გამოვლენილი. 120 ათასამდე ადამიანი კი გარდაიცვალა.