
ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მე-7 დღეს უკრაინული ჯარი პირველად გადავიდა შეტევაზე. მისი თქმით, უკრაინული ჯარები შეტევაზე დონბასში, გორელოვკას გარეუბანში გადავიდნენ.
"ომის დაწყებიდან მე-7 დღეს პირველად მოხდა, რომ უკრაინული ქვედანაყოფი შეტევაზე გადავიდა. ვფიქრობ, ეს არ ბოლო და უკანასკნელი კონტრშეტევა. მალე მოვა, როცა ჩვენ არა მხოლოდ დავიცავთ ჩვენს მიწას, არამედ გავათავისუფლებთ მას". - აცხადებს არესტოვიჩი.