7 დღეში რუსმა ოკუპანტებმა 2000-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი მოკლეს - საგანგებო სიტუაციების სამსახური

გამოქვეყნდა:

ომის 7 დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 2000-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი მოკლეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მტერი ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ბომბავს დასახლებულ ტერიტორიებს.

"ომის შვიდი დღის განმავლობაში რუსეთმა გაანადგურა ასობით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, სახლი, საავადმყოფოები და საბავშვო ბაღები. ამ დროის განმავლობაში 2000-ზე მეტი უკრაინელი დაიღუპა.

დღეს უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მთავარი ამოცანაა ხალხის გადარჩენა." ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, გადაარჩინეს 150-ზე მეტი ადამიანი, ლიკვიდირებულია 400-ზე მეტი ხანძარი მტრის დაბომბვის შემდეგ, ხოლო ევაკუირებულია 500-ზე მეტი ადამიანი. პიროტექნიკოსებმა კი გაანეიტრალეს 416 ასაფეთქებელი მოწყობილობა.

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 10 მაშველი დაიღუპა და 13 დაშავდა.

უწყების ცნობით, უკრაინას რთულ პერიოდში მეზობელი ქვეყანა პოლონეთი, საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობით ეხმარება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი