"გვახსოვდეს ეს ხალხი ჩვენს გულებში" | რომის პაპის მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს

გამოქვეყნდა:

"გვახსოვდეს ეს ხალხი ჩვენს გულებში," - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ, საზოგადო მიმართვისას ისაუბრა.

პაპი ფრანცისკე მსოფლიოს მოუწოდებს, რომ ახსოვდეთ უკრაინელები, რომლებიც დაბომბვისგან თავის დასაცავად მიწისქვეშა თავშესაფრებში ცხოვრობენ. პაპმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს დიდი რაოდენობით დევნილების მიღებისთვის.

პაპმა ყოველკვირეული აუდიენციის დროს მის სიახლოვეს მდგომ უკრაინელ თარჯიმანზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თარჯიმნის მშობლები ახლა კიევთან ახლოს, მიწისქვეშა თავშესაფრებში იმყოფებიან.

ცნობისთვის, პაპმა, 2 მარტი „უკრაინის მშვიდობისთვის ლოცვისა და მარხვის დღედ“ გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი