ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ალნურ მუსაევმა განაცხადა, რომ ტაჯიკეთი და ყირგიზეთი რუსეთს დახმარებას გაუწევენ უკრაინის წინააღმდეგ ომში.
მუსაევმა თქვა, რომ კონფიდენციალურ დონეზე ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა გამოთქვეს მზადყოფნა, სამხედრო დახმარება გაუწიონ რუსეთის ფედერაციას
„სამხედრო ტექნიკა, საბრძოლო მასალა და ნაწილობრივ რუსული კონტინგენტი ცენტრალური აზიის ამ რესპუბლიკებიდან გადაყვანილია რუსეთის ფედერაციაში ომში გამოსაყენებლად." წერს უკრაინული მედია
არსებული ინფორმაციით, რუსეთი ასევე ახორციელებს უპრეცედენტო ზეწოლას ყაზახეთზე, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის წინააღმდეგ ომში.
შეგახსენებთ, რუსეთისთვის მხარდაჭერის გამო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გუშინ, 1-ელ მარტს, საქართველოს გარდა, ელჩი გაიწვია ყირგიზეთიდან.