კრემლი ბირთვული იარაღით იმუქრება. რუსეთის საგარეო მინისტრის ფრაზა - შესაძლო ატომური ომის შესახებ, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. სამხედრო ექსპერტები მსჯელობენ და არ გამორიცხავენ, რომ ვლადიმერ პუტინმა ამ გამანადგურებელი იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს, მითუმეტეს, რომ რუსეთმა უკვე გამოიყენა ბირთვულის შემდეგ ყველაზე მძლავრი - ვაკუუმური ბომბი.
ინფორმაცია ამ ბომბის აფეთქების შესახებ საბოლოოდ დადასტურებული არ არის, მაგრამ კრემლის შესაძლო დანაშაულის თაობაზე უკვე მსოფლიოს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე საუბრობენ.