"მსოფლიო ჩვენთანაა, სიმართლე ჩვენს მხარესაა... გამარჯვება ჩვენი იქნება!" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"მსოფლიო ჩვენთანაა, სიმართლე ჩვენს მხარესაა. გამარჯვება ჩვენი იქნება!" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს და ქვეყნის მოსახლეობას მიმართავს.

მე ვაფასებ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის ხმათა უპრეცედენტო უმრავლესობით დამტკიცებას. რეზოლუციის, რომელიც რუსეთს მკაცრად მოსთხოვს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს მოღალატეობრივი თავდასხმა უკრაინაზე. მადლობელი ვარ ყველა სახელმწიფოსი, ვინც მხარი დაუჭირა. თქვენ აირჩიეთ ისტორიის სწორი მხარე, - წერს ზელენსკი.

მისივე თქმით, მსოფლიომ ისტორიის სწორი მხარე აირჩია:

"...ეს შედეგი დამაჯერებლად აჩვენებს, რომ შეიქმნა და ფუნქციონირებს გლობალური ანტიპუტინის კოალიცია. სამყარო ჩვენთანაა. სიმართლე ჩვენს მხარესაა. გამარჯვება ჩვენი იქნება!" - წერს უკრაინის პრეზიდენი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი