ვოლოდიმირ ზელენსკის ახალი მიმართვა | სრული ვერსია ქართულ ენაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ მიმართვას აქვეყნებს. 

გთავაზობთ მის განცხადებას:

ბოლო კვირას უკრაინამ მტრის გეგმები დაამსხვრია. გეგმა, რომელიც წლების განმავლობაში მუშავდებოდა და დეტალებში იყო გათვლილი ლაჩრულად და ჩვენი ერის მიმართ ზიზღის ფონზე. ასევე ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც თავისუფლებას ესწრაფვის. მაგრამ ჩვენ მტერი შევაჩერეთ და საკადრის პასუხს ვცემთ. ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი მესაზღვრეები, ჩვენი ტერიტორიული დაცვა უბრალო ფერმერები, მტერს ყოველდღიურად დიდ ზიანს აყენებენ.

რუსი ჯარისკაცები კი მხოლოდ ერთს იმეორებენ, ვერ გაუგიათ, რატომ არიან აქ. მიუხედავად იმისა, რომ მტერი ათჯერ უფრო დიდია, მათი მორალური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. დღითიდღე მეტი ოკუპანტი გარბის რუსეთში ჩვენგან, თქვენგან, თითოეული ჩვენგანისგან. იმ ადამიანებს, რომლებსაც მტერი ჯაველინებით, იარაღებით, თვითმფრინავებითა და ტანკებით მისდევს. მაგრამ უკრაინელები შეიარაღების გარეშეც ებრძვიან მტერს.

თავს ვხრი გმირი, დიდებული და მშვიდობიანი კონოტოპის, ენერგოდაისა და მელიტოპოლის მოსახლეობის წინაშე. ასევე სხვა ქალაქებში მცხოვრები ადამიანების წინაშე. ადამიანების, რომლებიც არ უშვებენ მტერს და ყველა შესაძლებლობით გზას უკეტავენ. ეს ძალიან საფრთხისშემცველი, მაგრამ მამაცური საქციელია. თუ მტერი დღეს რომელიმე ქალაქშია, დარწმუნებული ვარ, ეს დროებითია. განვდევნით მას ისევე, როგორც ამას აკეთებენ უბრალო მაღაზიების გამყიდველები, როდესაც რუსები მაღაზიებში საჭმლის მოსაპარად იჭრებიან. ესენი სახელმწიფოსთვის მებრძოლები კი არა, გზააბნეული ბავშვები არიან, რომლებიც მტერმა მოტყუებით გამოაგზავნა. მოგიწოდებთ, წაიყვანეთ უკან სახლში.

უკრაინელებო, თითოეულმა ოკუპანტმა უნდა იცოდეს, რომ ისინი აქ ვერაფერს მიიღებენ, ვერავის მოისყიდიან, რაც არ უნდა მეტი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა გამოაგზავნონ, ეს მათთვის არაფერს შეცვლის. სადაც არ უნდა შევიდნენ, ყველგან გავანადგურებთ. მათ სიმშვიდეს დავაკარგინებთ. არცერთი მშვიდი წუთი არ ექნებათ. მტერი მხოლოდ და მხოლოდ ისეთ რისხვას მიიღებს, რომ სამუდამოდ დაიმახსოვრებენ, რომ ჩვენ ჩვენსას არ დავთმობთ. ისინი სამუდამოდ დაიმახსოვრებენ, რას ნიშნავს ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა. 

ყველამ კარგად იცის, რითი იწყება უსამართლო ომი და ყველამ კარგად იცის, რითი სრულდება ის. ჩვენი არმია მტრის საბოლოოდ გასატეხად ყველაფერს აკეთებს. 1 კვირაში მათ უკვე ჰყავთ 9 000 დაღუპული ჯარისკაცი. 

მტერს უწევს 19 და 20 წლის გარდაცვლილი ჯარისკაცების უკან გადასვენება. რა ნახეს მათ ამ ხანმოკლე ცხოვრებაში ომის გარდა?! სხვის მიწაზე შემოჭრის გარდა?! უკრაინას არ უნდა, დაღუპულების ცხედრებით დაიფაროს. მოგიწოდებთ, დაბრუნდით სახლებში და უთხარით თქვენს მეთაურებს, რომ გსურთ სიცოცხლე და არა სიკვდილი! და მოუწოდეთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ომი და დაამყარონ მშვიდობა.

დღეს საერთაშორისო პარტნიორებსა და ანტისაომარი კოალიციის წევრებს ვესაუბრე. ამასთან, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო გაერომ, რომლის 141-მა წევრმა ქვეყანამ რუსეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვოს უკრაინის ტერიტორია. რუსეთს კი მხარი მხოლოდ 4-მა ქვეყანამ დაუჭირა - ჩრდილოეთ კორეამ, ერიტრეამ, სირიამ და ბელარუსმა. ესენი არიან რუსეთის მეგობრები, სხვა არც არასოდეს ეყოლება იმ ქვეყანას, რომელმაც მშვიდობაში ცხოვრება არ იცის... 

...ყველა, 40 მილიონი უკრაინელი ისეთივე გმირია, როგორც ეს [დაღუპული] 15 გმირი, - აცხადებს ზელენსკი. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი