სიმფეროპოლისა და ყირიმის მიტროპოლიტი დიმიტრი რუსი ჯარისკაცების დედებს მიმართავს და მოუწოდებს, წაიყვანონ თავიანთი შვილები უკრაინიდან და ომი შეაჩერონ.
მიტროპოლიტის თქმით, მათ ატყუებენ, რომ უკრაინაში არაფერი ხდება, მაშინ როდესაც მათი შვილები მკვლელებად იხოცებიან.
"თქვენი შვილები, რომლებიც გიყვართ და იმედებს ამყარებთ მკვლელებად იქცნენ, უკრაინაში ომია, თქვენი შვილები კლავენ ქალებს და ბავშვებს, დაასრულეთ ეს. წაიყვანეთ ისინი და აქ აღარ გაოუშვათ. წაიღეთ მოკლულთა ცხედრები, 6 დღეში 6 000-ზე მეტი მოკლულია, გააჩერეთ ეს
მაოცებენ იდეოლოგები, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინაში არაფერი ხდება, რისთვის გააჩინეთ შვილები რომ უკრაინაში მკვლელებად მოკვდნენ?! გაჩერეთ ომი", - ამბობს მიტროპოლიტი.