"მე მხოლოდ შემიძლია გამოვხატო სამძიმარი" - ლავროვი კითხვაზე, როგორ სძინავს ღამე, როდესაც რუსული ტყვიები ბავშვებს კლავს

გამოქვეყნდა:

"ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია, მაგრამ ნებისმიერ სამხედრო მოქმედებას მოსდევს ადამიანური მსხვერპლი"- ასე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა  ჟურნალისტის შეკითხვას.

"ბატონო მინისტრო შემომხედეთ თვალებში და მითხარით, როგორ გძინავთ ღამე, როდესაც რუსული ტყვიები და ბომბები ბავშვებს კლავს.?" - მიმართა ბრიტანელმა ჟურნალისტმა ოკუპანტების პირველ დიპლომატს.

ლავროვი ისევ ამტკიცებს რომ ჯარისკაცები ასრულებენ ბრძანებებს, რომელიც მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებით შემოიფარგლება.

უკრაინაში ახლა მიმდინარე ომს, ლავროვი "ოპერაციას" უწოდებს:

"ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც ამ ოპერაციაში მონაწილეობენ, ასრულებენ მკაცრ ბრძანებას, გამოიყენონ მხოლოდ მაღალი სიზუსტის იარაღი, რათ სამიზნე იყოს მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურა, მე მხოლოდ შემიძლია გამოვხატო სამძიმარი იმ ადამიანების მიმართ ვისაც ახლობლები დაეღუპა, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის როცა ზელენსკიმ ითხოვა დიალოგი პუტინი დათანხმდა, მაგრამ მერე ზელენსკიმ გადაიფიქრა ამერიკელებმა უთხრეს დრო არ მოსულაო.

შემდეგ ჩვენ ჩავედით და ისინი ერთი დღე -ღამის შემდეგ ჩამოვიდნენ. ჩვენი პოზიცია უკრაინელი კოლეგებისთვის ცნობილია, ისინი შეგვპირდნენ, რომ საკუთარ პოზიციას დააფიქსირებდნენ.

ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ოპერაციასაც გავაგრძელებთ იმიტომ, რომ ვერ დავუშვებთ უკრაინის ტერიტორიაზე იმ ინფრასტრუქტურის შენარჩუნებას, რომელიც ემუქრება რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას და ეს დემილიტარიზაცია იქნება მიყვანილი ბოლომდე. იმ შემთხვევაშიც კი თუ სამშვიდობო შეთანხმება დაიდება, ეს პუნქტი უნდა იქნას შეტანილი. ​უკრაინაში ახლა ნეონაციზმი ყვავის და პრეზიდენტი ზელენსკი ამას ხელს უწყობს. იქ ნაცისტები გამოსვლებს მართავენ, ჩირაღდნებიან მსვლელობებს და ზელენსკი მათ საკუთარ დაცვას აძლევს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები ამ ნიშნებს ვერ ხედავენ". - ამბობს ლავროვი

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი