
მოლაპარაკებები დაწყებულია - შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
პოდოლიაკი კიდევ ერთხელ ასახელებს უკრაინული მხარის მოთხოვნებს
მოლაპარაკების მეორე რაუნდი გასაიდუმლოებულ ადგილას მიმდინარეობს და მას დელეგაციის წევრები უცვლელი შემადგენლობით ესწრებიან
უკრაინულ მხარეს დავით არახამია ხელმძღვანელობს.
