
რუსი ჯარისკაცები მშვიდობიანი მოქალაქეების გადასარჩენად სიცოცხლეს სწირავენ - ამტკიცებს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც მიმართვაც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
პუტინი უკრაინაში მისივე დაწყებულ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას "სპეცოპერაციას" უწოდებს და ამბობს, რომ არ აპირებს საკუთარ გეგმაზე უარი თქვას.
პუტინის აზრით, მისი სამხედროები "გმირები არიან და ნაციონალისტების წინააღმდეგ გმირულად იბრძვიან".
"ამაყი ვარ რომ ამ სამყაროსა და ძლევამოსილი რუსი ერის ნაწილი ვარ. ამასთან მე ვარ იმ 300 ეროვნების წარმომადგენელი რომლიც რუსეთში ცხოვრობს, მათ შორის ჩეჩნების, ყაბარდოელებისა და ოსების. ამასთან არასოდეს ვუარყოფ ჩემს სიტყვებს რომ რუსები და უკრაინელები ერთი ერია, იმის მიუხედავად რომ უკრაინის მოქალაქეების ნაწილი დააშინეს, ნაწილს კი ნაციონალისტური პროპაგანდით ტვინი გამოურეცხეს .
ეს ის ნაცისტები არიან რომლებიც მეორე მსოფლიოს ომის დროს ჰიტლერის მხარეს იბრძოდნენ. რაც შეეხება ნეონაცისტური ბანდფორმირებებს, რომელთა შორის დაქირავებული მებრძოლებიც არიან, მშვიდობიან მოქალაქეებს ეფარებიან და მათ ცოცხალ ფარად იყენებენ. როგორც უკვე აგიხსენით, გვაქვს მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ როგორც აქვთ განთავსებული მძიმე სამხედრო ტექნიკა დასახლებულ პუნქტებში. მიუხედავად იმისა რომ ამ ტექნიკის გაყვანა დაიწყონ საბავშვო ბაღებისა და სკოლის ეზოებიდან, პირიქით, მათ რაოდენობას კიდევ უფრო ზრდიან.
ამასთან, ტყვედ აიყვანეს ათასობით უცხოელი, მათ შორის ის სტუდენტები რომლებიც იქ სწავლობდნენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ეს სტუდენტები ტყვედ ჰყავთ და დროის მოგებას ცდილობენ. ამ სტუდენტებს საომარი მოქმედებების ზონიდან გასვლა უნდათ, თუმცა ნეონაცისტები ამის უფლებას არ აძლევენ. ასევე სთავაზობენ ქვეყნის საზღვარი ლვოვში გადაკვეთონ, რაც ნიშნავს რომ მთელი საომარი მოქმედებები ზონა უნდა გაიარონ და სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენონ.
ნეონაცისტები საცხოვრებელი კორპუსებიდან ადამიანებს აგდებენ და ის საბრძოლო ტექნიკას ამონტაჟებენ. ბოლო სართულზე კი სნაიპერები ჰყავთ განთავსებული. მსგავს საომარ სტრატეგიას მხოლოდ ფაშისტები იყენებდნენ. ვიმეორებ რომ ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები მაქსიმალურად ცდილობენ მშვიდობიანი მოქალაქეებს შორის მსხვერპლი აირიდონ, რისთვისაც ხშირად სიცოცხლესაც კი სწირავენ. ჩვენი ვალია დაღუპული გმირებს ოჯახებს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. დღეს, ჩვენი მებრძოლები უკრაინაში - რუსეთისთვის, დონბასში მცხოვრები ადამიანის მშვიდობისათვის, დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის იბრძვიან, რათა დასავლეთის მიერ წლების განმავლობაში ჩვენს საზღვრებთან შექმნილმა ანტირუსულმა განწყობამ საფრთხე არ შეგვიქმნას. მათ შორის არც ბირთვულმა იარაღმა, რომლის შესახებაც ბოლო პერიოდში ხშირად გვესმოდა. მეგობრებო უკრაინაში დაწყებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრაფიკის მკაცრი დაცვით მიმდინარეობს. გეგმის მიხედვით. ყველა დასახული დავალება წარმატებით სრულდება." ამბობს პუტინი.