რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. ბელარუსული მედიის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ რიგ ჰუმანიტარულ საკითხებზე, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტაზე ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზაციისთვის. მხარეები მალე შექმნიან ერთმანეთთან საკომუნიკაციო არხებს, რათა მოხდეს ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზება.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, შეხვედრაზე უკრაინამ ძირითად შედეგებს ვერ მიაღწია. მისივე თქმით, დეტალურად განიხილეს ჰუმანიტარული ასპექტი.
გაიმართება მე-3 რაუნდიც, თუმცა თარიღი ჯერ უცნობია