ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლოკალიზებულია

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგანგებო სამსახური ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, ამ დროისთვის მეხანძრე მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. 

ცეცხლი სასწავლო კორპუსის მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებს მოედო. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაღუპულა. 

ცნობისთვის, ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსმა ოკუპანტებმა ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს. ელექტროსადგურის თანამშრომლები აცხადებენ, რომ არსებობს ატომური საფრთხე. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი