რუსმა ოკუპანტებმა ჟიტომირი კიდევ ერთხელ დაბომბეს. ქალაქის სხვადასხვა ნაწილში აფეთქებების ხმა ისმოდა. სარაკეტო იერიში მიიტანეს 25-ე სკოლაზეც, რომელიც დანგრეულია. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

"ახლახანს რუსმა ოკუპანტებმა ჟიტომირის 25-ე სკოლაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დაშავებულთა და დაღუპლუთა შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. სკოლა დანგრეულია, ახლა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს", - თქვა ქალაქის მერმა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსები უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებსა და საავადმყოფოებს ბომბავენ. უკრაინაში ომი უკვე მე-9 დღეა მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი