ევროპა ატომური საფრთხის წინაშე | მოსახლეობა რადიაციული დაბინძურების პრევენციისთვის მედიკამენტებს იმარაგებს

გამოქვეყნდა:

ევროპის უდიდესი ატომური სადგური დღეს დილიდან ცეცხლის ალში იყო გახვეული. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინა, აღმოსავლეთ ევროპა და პრაქტიკულად მთელი მსოფლიო კიდევ ერთი ბირთვული კატასტროფის პირისპირ დააყენეს.

ჩერნობილის ავარიული სადგურის დაკავების შემდეგ, კრემლის არმიამ თავხედური იერიშითა და ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე აიღო ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგური ქალაქ ენერგოდარში. ატომურ სადგურზე შეტევის ცნობებს ევროპელებს შორის პანიკა მოჰყვა.

ჩეხეთში, ბულგარეთში, პოლონეთში მოსახლეობა აქტიურად ყიდულობს კალიუმის იოდიდს - რომელიც რადიაციული დაბინძურების პრევენციისთვის გამოიყენება. ამ ქვეყნებში პრეპარატის გაყიდვამ ერთ დღეში წლიურ მაჩვენებელს ორჯერ გადააჭარბა. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ექვსი ენერგობლოკია მისი რომელიმე რეაქტორის საარტილერიო ჭურვით ან სხვა სახით დაზიანებას შესაძლოა მსოფლიო მასშტაბის ბირთვული კატასტროფა მოჰყვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი