
რუსთაველის გამზირზე, უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებულ საქართველოს მოქალაქეებს, ევროპარლამენტარმა რასა უკნევიჩიენემ მიმართა. მოუწოდა უკრაინელების მხარდაჭერისკენ და ისაუბრა იმ აგრესიაზე, რომელსაც ახლა რუსეთი ახორციელებს.
ევროდეპუტატი რუსეთის მოქალაქეებსაც მიმართავს:
"საქართველოს ხალხი მხარს უჭერს უკრაინელებს და ეს მხარდაჭერა მათი საკუთარი მომავლის მხარდაჭერაც არის. ეს მიმართულია ქვეყნის გაერთიანებისაკენ და თქვენი ევროპული ცხოვრებისაკენ. ეს არის რუსეთის დასასრულის დასაწყისი. როდესაც ეს დასასრული მოვა, ვფიქრობ რომ ეს მალე მოხდება, მე ვიცი, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს დასასრული დავაჩქაროთ.
მსურს მივმართო რუსეთს, თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ კრიმინალი პუტინის მიერ დაწყებული ომი. მე მესმის, რომ თქვენ თვითონაც მოწამლული ხართ ტყუილით, ზოგი თქვენგანი ციხეშიც კი მოხვდა, შემოგვიერთდით, უკრაინელები თქვენს გამოც იღუპებიან.
აუცილებელია იმ სამხედრო დამნაშავის იზოლირება, რომელსაც ხელში ატომური იარაღის ღილაკი აქვს. საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი, ეს ევროპული სახელმიწოფებია." თქვა იუკნევიჩიენემ ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, უკრაინამ უკვე გაიღო სისხლი იმისათვის, რომ ევროკავშირის წვერი გამხდარიყო და ყველანაირად ეცდება, ამ პროცესს შეუწყოს ხელი.