უკრაინის ქალაქ ლვოვში დამატებითი საკონსულო პუნქტი ამოქმედდა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

გთავაზობთ განცხადების ტექსტს უცვლელი ფორმით:

უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მოქალაქეების გადაადგილებისა და კონცენტრაციის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქეთა დახმარების მიზნით ქ. ლვოვში აამოქმედოს დამატებითი საკონსულო პუნქტი.

პასპორტის არქონის შემთხვევაში, საკონსულო სამსახური გასცემს "დასაბრუნებელ მოწმობას", რითაც მოქალაქე შეძლებს სამშობლოში დაბრუნებას.

ე.წ. ,,დასაბრუნებელი საბუთის" აღების მსურველებს ან ნებისმიერი სხვა სახის კითხვების არსებობს შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ლვოვის საკონსულო პუნქტს ცხელი ხაზის ნომრებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში:

+380 (63) 376 77 68

+380 (63) 376 73 64

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი