ჩვენი ჯარი მის წინაშე არსებულ ყველა ამოცანას გადაწყვეტს. ამაში ეჭვი ერთი წამითაც არ მეპარება - ამბობს პუტინი და ისევ ამტკიცებს, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება "სპეცოპერაციაა" და მისი ჯარი "გეგმისა და განრიგის მიხედვით მოქმედებს. ზუსტად ისე როგორც ეს გენშტაბმა დაგეგმა."
ეს განცხადებები პუტინმა ქალ მფრინავებთან შეხვედრის დროს გააკეთა და ისევ დაემუქრა ყველას, ვინც უკრაინას მხარს დაუჭერს. პუტინი ხსნის, რატომ გადაწყვიტა ოკუპირებულ დონბასსა და ყირიმში მცხოვრებლების "დახმარება":
"უკრაინაში მომხდარი ანტიკონსტიტუციური გადატრიალების შემდეგ, რომელსაც სამწუხაროდ დასავლეთი მხარს აქტიურად უჭერდა და 5 მილიარდი დოლარით დააფინანსეს, ამასთან ვალდებულება აიღეს რომ პოლიტიკური ვითარება თავის ადგილზე დააბრუნებდნენ, თუმცა არაფერი. 2014 წელს მომხდარი მოვლენებს, დონბასსა და ყირიმში მცხოვრები ადამიანები არ დაეთანხმნენ. ყირიმელებმა რეფერენდუმი ჩაატარეს და რუსეთის შემადგენლობაში შემოსვლა გადაწყვიტეს, რაზეც თვალს ვერ დავხუჭავდით, რადგან ნაციონალისტებისაგან საფრთხე ემუქრებოდათ. რაც შეეხებათ დონბასს, ადამიანებმა კიევში მომხდარი გადატრიალება გააპროტესტეს, რასაც კიევის მხრიდან ფართომასშტაბიანი სადამსჯელო სამხედრო ოპერაციები მოჰყვა. ჩვენ შევეცადეთ რომ ყველაფერი მოგვეგვარებინა, ვითარება დასტაბილურებულიყო, თუმცა რა მოხდა ყველამ კარგად იცის.
ამასთან, აქტიურად დაიწყეს საუბარი რომ უკრაინას ნატოში მიიღებდნენ. შეგიძლია წამოიდგინეთ ეს რას ნიშნავს, ან რა შეიძლება მოხდეს. ამ ქვეყანასთან საომარი მოქმედებების შემთხვევაში, ნატომ მას სრული მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს. წამოიდგინეთ, ყირიმი რუსულია და მას ჩვენს გარდა არავინ არ აღიარებს. თუ უკრაინა ომს დაიწყებდა, ჩვენ ყველასთან, მთელს ნატოსთან ბრძოლა მოგვიწევდა. შედეგები წარმოიდგინეთ.
ახლა გვესმის, რომ აუცილებელია უკრაინის ტერიტორიაზე ფრენისთვის აკრძალული ზონის შექმნა. ამის გაკეთება უკრაინის ტერიტორიიდან შეუძლებელია. შესაძლებელია მხოლოდ ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიიდან. მაგრამ ნებისმიერ მოძრაობას ამ მიმართულებით ჩვენ განვიხილავთ, როგორც მონაწილეობა იმ ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში, რომლის ტერიტორიიდანაც ჩვენ სახელწიფოს საფრთხე შეექმნება. ჩვენ მათ იმ წამსვე გამოვაცხადებთ როგორც კონფლიქტის მონაწილეები. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ორგანიზაციების წევრები იქნებიან. იმედი მაქვს, რომ ამას გაიგებენ და საქმე აქამდე არ მივა.
ჩვენი ჯარი მის წინაშე არსებულ ყველა ამოცანას გადაწყვეტს. ამაში ეჭვი ერთი წამითაც არ მეპარება. ამაზე ოპერაციის მიმდინარეობაც კი მოწმობს. ჩვენი ჯარი გეგმის და განრიგის მიხედვით მოქმედებს. ზუსტად ისე როგორც ეს გენშტაბმა დაგეგმა." აცხადებს პუტინი.
ამავე თემაზე: