პუტინი ავიაკომპანია "აეროფლოტის" თანამშრომლებს ხვდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მან უკრაინაში "სპეცოპერაციის" შესახებ გადაწყვეტილებას რთული უწოდა და თქვა, რომ დონბასში წლების განმავლობაში 13-დან 14 ათასამდე ადამიანი დაიღუპა - "ბიჭებო, ვინც იბრძვის და სიცოცხლეს წირავს - იბრძოლეთ ჩვენი მომავლისთვის" - აცხადებს პუტინი.
გარდა ამისა, მისივე თქმით, დასავლეთმა "პირობა დადო", რომ უკრაინის ხელისუფლებაზე ზემოქმედებას მოახდენდა ხარკოვიდან უცხოელი სტუდენტების ევაკუაციისთვის, მაგრამ "არავის არაფერი გაუკეთებია".
"რუსეთი უკრაინაში ფრენის აკრძალული ზონის შემოღებას ნებისმიერი ქვეყნის მიერ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობად განიხილავს" ამბობს პუტინი.