უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთისთვის ცის დახურვასთან ერთად, რუსული ნავთობის ემბარგოს დაწესებასა და რუსეთისთვის ვიზა და მასტერქარდების გაუქმებას ითხოვს. ინფორმაციას Fox news წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, ზელენსკიმ ეს მოთხოვნა ამერიკელ სენატორებთან საუბრისას დააყენა. შეხვედრა ონლაინ ფორმატში, ამ წუთებში მიმდინარეობს.