განსაკუთრებული გმირობაა გამოხატო პროტესტი, როდესაც შიშველი ხელებით ხარ, ცეცხლით გპასუხობენ და არ გარბიხარ - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"განსაკუთრებული გმირობაა გამოხატო პროტესტი მაშინ, როდესაც შენი ქალაქი ოკუპირებულია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იქ დროებით არიან. როდესაც შიშველი ხელებით ხარ, მაგრამ ცეცხლით გპასუხობენ და შენ არ გარბიხარ. როდესაც ჯავშანჟილეტი არ გაცვია, მაგრამ ტანკები გიტევს, თუმცა ნაბიჯს არ იცვლი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ოკუპაცია დროებითია.

ჩვენი უკრაინელები უკან არ იხევენ, არ ნებდებიან, წინააღმდეგობას არ წყვეტენ და ოკუპანტს უყვირიან, რომ თავიანთ სახლებში წავიდნენ ისევე, როგორც ცნობილი რუსული გემი. "

აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი, ახალ მიმართვაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი