ვინ ამბობს უარს რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე | ჩამონათვალი

გამოქვეყნდა:

Mastercard, VISA, ავიაკომპანიები, IT გიგანტები, მსხვილი ავტომწარმოებლები რუსეთიდან გადიან და კრემლს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე უარს ეუბნებიან.

რუსეთის ცენტრალური ბანკი მოქალაქეებს ურჩევს, თან იქონიონ ნაღდი ფული ან ე.წ. მირის („Мир“) ბარათი, რომელიც სულ რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს: თურქეთი, ვიეტნამი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი. ჩამონათვალშია სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.

  • რუსული ბაზარი დატოვა - Mastercard-მა და VISA-მ.
  • დღეიდან რუსულ ბაზარს ტოვებს და ფრენებს აჩერებს აზერბაიჯანული "Buta Airways". (ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ ისინი რუსული ხელისუფლებისგან უსაფრთხოების გარანტიებს ვერ იღებენ)
  • რუსეთში ფუნქციონირებას წყვეტს გერმანული მულტინაციონალური კომპანია პუმა.
  • დღეს რუსული ბაზარი დატოვა რადიო თავისუფლებამ.
  • ამერიკული კომპიუტერული პროგრამების კომპანიამ - ADOBE. 
  • რუსი მსაჯების მომსახურებაზე უარს ამბობს - UEFA. 

პარალელურად, ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა შექმნან იმ ქვეყნების სია, რომლებიც რუსეთს არამეგობრულად ექცევიან. პუტინმა მინისტრთა კაბინეტს 2 დღის ვადა მისცა. 

ამასთან, რუსულ ორგანიზაციებსა და კომპანიებს მიეცათ უფლება კრედიტორებს "არამეგობრული ქვეყნებიდან" ვალი რუბლში გადაუხადონ. 

ამავე თემაზე:

კომპანიები, რომლებიც რუსეთში აღარ ფუნქციონირებს | ჩამონათვალი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი